ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი ადამ კიზინგერი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.
,,ეს სრული სიყალბეა. ჩვენ ხშირად ვიყავით კრიტიკულები. ახლა, როგორც ჩანს, პროგრესი ნელდება და საქართველოს მთავრობა ღიად არღვევს შეთანხმებებს”, - წერს კიზინგერი Twitter-ზე.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო სისტემასთან და პროკურატურასთან დაკავშირებით, 2012 წლამდე, ამერიკისგან და ევროპისგან კრიტიკა არ მოუსმენია.
,,ჩვენ კარგად გვახსოვს, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით, 2012 წლამდე სასამართლო იყო ჩვეულებრივი პროკურატურის დანაყოფი. მე სამწუხაროდ, ძალიან მიკვირს, არ მომისმენია არასოდეს არც ამერიკის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა და არ არის სამართლიანი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.