ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოშია

საქართველოში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩამოვიდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე დახვდნენ.

ზელენსკი ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართება