სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს ევროპული მომავალი არის გარდაუვალი - ეს არის საკითხი, რაზეც პოლარიზაცია ან დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არ ხდება

"ევროპული გზის არჩევანი ჩვენთვის და ჩვენი მეგობრებისთვის უალტერნატივოა. ბათუმის კონფერენცია არის სიგნალი, რომ ჩვენ მარტო არ ვართ ამ ძალისხმევაში, მხარს გვიჭერენ და გვაძლიერებენ - ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და კიდევ უფრო სწრაფად", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩემთვის და ზოგადად, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენი შეკრება ამ კონფერენციაზე და მოგვიანებით ასოცირების ლიდერთა შეხვედრა, ამ ფორმატში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით, იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს საერთო გზაზე ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.

დღეს არის იმის მაგალითი, რამდენად სერიოზულია ჩვენი საერთო ვალდებულება. ეს იმის მაგალითი და დასტურია, რომ ევროპული წარსული და ევროპული მომავალი არის გარადაუვალი. პანდემიის შეზღუდვების მიუხედავად არა მხოლოდ განვაახლებთ, არამედ ვაგრძელებთ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას და ამ ღონისძიებას უმაღლეს დონეზე ვატარებთ. პირველად ხდება 4 პრეზიდენტის მონაწილეობით ასეთი ღონისძიების ჩატარება და ეს არის ახალი დასაწყისი. ახალი დასაწყისი ჩვენ გვაძლევს იმედს და ეს იმას ნიშნავს ყველა ჩვენგანისთვის, რომ ახალი ვალდებულებები გვაქვს ნაკისრი ჩვენი საერთო მიზნების მიმართ.

უპირველესად, ეს არის საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულება - საქართველოს ევროპული მომავალი არის გარდაუვალი და განუყოფელია ჩვენი ისტორიისგან და ფასეულობებისგან. ეს არის ყველა ჩვენს კონსტიტუციურ დებულებებში აღქმული. დამოუკიდებლობის დღიდან, ეს იქნა გაცხადებული როგორც ჩვენი ხალხის არჩევანი. ესაა საკითხი, რაზეც პოლარიზაცია ან დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არ ხდება, არის კონსენსუსი და არასდროს ვკამათობთ ამაზე. მიუხედავად გამოწევებისა და ოკუპაციისა, ჩვენი მისწრაფება არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ.

ევროპული გზის არჩევანი ჩვენთვის და ჩვენი მეგობრებისთვის უალტერნატივოა. ბათუმის კონფერენცია არის სიგნალი, რომ ჩვენ მარტო არ ვართ ამ ძალისხმევაში, მხარს გვიჭერენ და გვაძლიერებენ - ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და კიდევ უფრო სწრაფად.ბათუმის კონფერენცი არის ძლიერი გზავნილი აღმოსავლეთ პარტნიოროისთვის",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.