თურქეთმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტექნიკური მომსახურების მანქანები გადასცა

თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო მანქანების უმსხვილესი კომპანია BMC-ის მიერ წარმოებული 4 ერთეული ტექნიკური მომსახურების მანქანა, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი ორხევის საავტომობილო ბაზაზე ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრნენ.

"კომპანია BMC-სთან 4 ერთეული ტექნიკური მომსახურების მანქანის მიწოდების თაობაზე ხელშეკრულება 2020 წლის ოქტომბერში გაფორმდა. აღნიშნული ტექნიკის საერთო ღირებულებამ 866,400.00 აშშ დოლარი შეადგინა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.