უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუბა კიკაბიძეს დაბადების დღე მიულოცა.
"არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მილიონობით ადამიანისთვის ძვირფასი ადამიანი - ვახტანგ კიკაბიძე დღეს დაბადებულა, 83 წელი შესრულდა. ვულოცავ ბატონ ბუბას დაბადების დღეს და მიხარია, რომ ეს შესაძლებლობაც მეძლევა. ძალიან ენერგიულია, დიდი შთაგონების წყაროა და ყველას გვაძლევს ოპტიმიზმის წყაროს, სიცოცხლის მოყვარულია", - განაცხადა ზელენსკიმ სოცირებული ტრიოს ქვეყნების ლიდერების ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მომღერალი, კინომსახიობი, რეჟისორიდა სცენარისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 1938 წლის 19 ივლისს დაიბადა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიის პირველი ნომერი იყო, თუმცა ოპოზიციის ბოიკოტის დასრულების შემდეგ პარლამენტში არ შესულა.