ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლები“ აგვისტოდან ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
ახალი დიზაინის სამარშრუტო ტაქსის ფოტოები იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
უწყების ცნობით, იუსტიციის სახლის სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებები წინასწარ შერჩეული მარშრუტებითა და რეგულარულობით იმ სოფლებს ჩააკითხავენ, რომლებიც დაშორებულია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.
„ასეთი სოფლების მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა, ადგილზე, სოფელშივე აიღოს და შეცვალოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მიიღოს მისთვის საჭირო სხვა მომსახურება.
„მობილური იუსტიციის სახლების“ პროექტი სერვისების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და მოქალაქეების საჯარო სექტორთან ურთიერთობის გამარტივების მიზნით ხორციელდება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.