შარლ მიშელი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს: მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ევროკავშირის იმედი

მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ევროკავშირის იმედი, - ასე მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, ევროკავშირი მაღალი დონის დიალოგის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად ყველაფერს გააკეთებს.

"მიმდინარე წლის დეკემბერში ჩვენ გვაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და ვფიქრობ, არის რამდენიმე პრიორიტეტი, რომელსაც უნდა მივმართოთ. ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ სამიტისთვის, რათა უზრუნველვყოთ, რომ ეს იყოს სამიტი კონკრეტული, ხელშესახები შედეგებით ყველა ჩვენი მოქალაქის საკეთილდღეოდ.

პირველი პრიორიტეტი - მოდით, ვცადოთ მეტი ფინანსური დახმარების მობილიზება და ვიყოთ ინოვაციურები, ვიმუშაოთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდასაჭერად, რათა უზრუნველვყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და გაძლიერება ქვეყნისა და მოქალაქეების სასარგებლოდ. მეორე - დაკავშირებულობა უნდა იყოს საერთო პრიორიტეტი, რათა გავაძლიეროთ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. მესამე – საჭიროა რეფორმების განხორციელების მნიშვნელობა არა ბრიუსელის მოსაწონად, არამედ მოქალაქეების სასარგებლოდ.

ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ევროკავშირის იმედი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ მაღალი დონის დიალოგის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად", - განაცხადა შარლ მიშელმა.