კანადა სრულად ვაქცინირებული უცხოელი მოგზაურებისთვის საზღვრებს ხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებეს.
როგორც ცნობლია, 9 აგვისტოდან კანადაში შესვლის უფლება აქვთ სრულად ვაქცინირებულ აშშ-ის მოქალაქეებსა და შეერთებული შტატების მუდმივ მაცხოვრებლებს.
სრულად ვაქცინირებული საერთაშორისო მოგზაურები კი კანადაში შესვლას 7 სექტემბრიდან შეძლებენ.
"9 აგვისტოდან აშშ-ის სრულად ვაქცინირებული მოქალაქეები კანადაში შესვლას შეძლებენ, ხოლო 7 სექტემბრიდან, გარკვეული პირობების გათვალისწინებით, საზღვრებს სხვა ქვეყნების სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს გავუხსნით", - აღნიშნა კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა.
კანადაში შესვლა აკრძალული იქნება ყველა უცხოელი მოგზაურისთვის, ვინც სრულად არ არის აცრილი.
მოგზაურებს უნდა ჰქონდეთ ის ვაქცინები გაკეთებული, რომელსაც აღიარებს კანადის სახელმწიფო. ასეთია: Pfizer/BioNTech, Moderna, AstraZeneca and Johnson & Johnson.
მოგზაურებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულება, რომ ისინი ვაქცინირებულნი არიან.
12 წელზე უმცროს არავაქცინირებულებს, რომლებიც ვაქცინირებულ მშობლებთან ან მეურვეებთან ერთად შედიან კანადაში, 14 დღის განმავლობაში საკარანტინო არ მოუწევთ. სრულად ვაქცინირებულ მოგზაურებს არ დასჭირდებათ ჩამოსვლის შემდეგ ტესტის გაკეთება.