მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს, ისლამური სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს აღნიშნავს.
ყურბან-ბაირამი მარხვის თვიდან, რამადან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ამ დღეს მამაკაცები მზის ამოსვლამდე ლოცულობენ.
ყურბან ბაირამის შემადგენელი როტუალია შინაური ცხოველის დაკვლა. ცხოველის ხორცი სამად ნაწილდება, ერთი გაჭირვებულებს უნაწილდებათ, ერთიც მეზობლებს, განურჩევლად რწმენისა და აღმსარებლობისა, ხოლო ერთს ოჯახში იტოვებენ.
მუსლიმთა უდიდესი დღესასწაული 3 დღე გაგრძელდება.