ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CCDC) განაცხადა, რომ იშვიათი მაიმუნის ვირუსით ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას TheHill-ი ავრცელებს.
ვირუსი, რომელსაც ვირუსების ტაქსონომიის საერთაშორისო კომიტეტი ასევე უწოდებს "Macacine alphaherpesvirus 1", მოდის მაკაკის გვარის მაიმუნებისაგან და, ძირითადად, გადადის პირდაპირი კონტაქტით და სისხლთან შეხებით. იგი პირველად გამოვლინდა 1932 წელს.
გავრცელებული ინფორმაციით, 53 წლის კაცი, რომელსაც მაიმუნის B ვირუსი (BV) დაუდასტურდა, ვეტერიარი იყო და პეკინში, პრიმატების შემსწავლელ ინსტიტუტში მუშაობდა. მან 4 და 6 მარტს ორი მაიმუნი გაკვეთა და გულისრევა, პირღებინება და ცხელება დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დაიწყო. ის გარდაიცვალა 27 მარტს, რამდენიმე სხვადასხვა საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ. ითვლება, რომ ეს არის BV– ის პირველი ფატალური შემთხვევა, რომელიც დაფიქსირდა ჩინეთში.
„მიუხედავად იმისა, რომ მეორადი გადაცემის რისკი მინიმალურია, ადრე ჰერპესის B ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა“, - ნათქვამია ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებაში.