საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური Sinovac-ის ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა შემოვიდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"გუშინ წინ შემოვიდა ჩინური ვაქცინა Sinovac-ის დამატებით ნახევარი მილიონი დოზა. მილიონ ნახევარი დოზა გვაქვს ადგილზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, დაწყებულია Pfizer-ის ვაქცინის მილიონი დოზის შემოტანა და ის ყოველ შაბათ-კვირას შემოვა. იგეგმება აშშ-ის მთავრობისგან ვაქცინების საჩუქრად გადმოცემაც.
პრემიერმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
"აცრილებში დაინფიცირების ალბათობა არის ძალიან დაბალი და სიკვდილიანობა არის პრატიკულად განულებული. რამდნეიმე შემთხვევა შეიძლება არსებობდეს მსოფლიოში. ეს (ვაქინაცია) არის ერთადერთი პრაქტიკული დაცვა ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ჯანმრთელობის, ჩვენი სიცოცხლის, ჩვენი ოჯახის წევრების, შვილების, ამიტომ მე მინდა თხოვნით მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში.
ჩვენ გუშინ ჩავატარეთ 11 000 აცრა, რაც არ არის საკმარისი. თუ არ ავედით დღეში 20 000-30 000 აცრაზე, ძალიან გაგვიჭირდება ამ პროცესის მართვა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.