ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს

ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურა მოქალაქეებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციაში, რადგან, ეპიდვითარების გაუარესება ქვეყანას უდიდესი გამოწვევების წინაშე დააყენებს.

"ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. მოგვიწევს დაკეტვა, ადამიანები დაკარგავენ სამსახურს და შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობა. ამიტომ, მინდა, წინასწარ, პრევენციული განცხადებები გავაკეთო. არ მინდა ეს მოხდეს. ამას დაემატება ის, რომ ქვეყანას დასჭირდება ვალის აღება. ეს ტვირთად დააწვება ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას და ძალიან გართულდება მდგომარეობა. ამიტომ მინდა ხაზი გავუსვა, რომ გვაქვს ყველა რესურსი, ყველა საშუალება იმისთვის, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ. დაახლოებით, 2-3 თვეში შეგვეძლება, 1.5 მილიონი მოქალაქის აცრა. ესაა ჩვენი ამოცანა.

მთავრობას ერთადერთი მარტივი თხოვნა გვაქვს, გთხოვთ აიცერით. ძალიან მარტივია ამის გაკეთება.

თუ ჩვენი მოქალაქეები მთავრობას არ დაუდგა მხარში, ჩვენ მარტო ვერაფერს გავწვდებით, ვერაფერს გავაკეთებთ. რაც გასაკეთებელი იყო ყველაფერი გავაკეთეთ. ვაქცინები არის ადგილზე. იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 2 500-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა