20 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 368 179-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 132 207 ადამიანი.
"აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ბოლო 24 საათში ვაქცინა 11 073-მა ადამიანმა გაიკეთა.