პაატა იმნაძე: მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები

,,მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

,,არიან ადამიანები ვინც სხვის შეცდომებზე სწავლობენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლით, კიდევ ერთხელ ვამბობ, იღუპებიან ჩვენი ახლობლები, მეგობრები, ნათესავები. მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები.

კონკრეტული მაგალითების მოყვანაც შემიძლია, სამწუხაროდ ვერ დავასახელებ, ეს იქნება პირადი ინფორმაციის გავრცელება. ქელეხის შემდეგ მსხვერპლი შეწირეს გარდაცვლილს და კიდევ ერთი ადამიანი კორონათი დაიღუპა, ახლახანს მოხდა ერთ ერთ რაიონში," - განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 880 ადამიანი და გარდაიცვალა 26 ინფიცირებული.