კოვიდგადატანილი მოქალაქეების ვაქცინაციის პერიოდი მცირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდგადატანილი მოქალაქეები 120 დღის ნაცვლად, ვაქცინაციას 30 დღეში შეძლებენ.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, მინისტრის შესაბამის ბრძანებას მიმდინარე კვირაში მოეწერება ხელი.

NCDC-ის ხელმძღვანელის განმარტებით, ამ წესის შეცვლა სამედიცინო პერსონალის აცრის მაჩვენებელს გაზრდის.

მისივე ინფორმაციით, ექიმებში უფრო მეტია ვაქცინირებულ, ხოლო დამხმარე სამედიცინო პერსონალში აცრილთა რაოდენობა შედარებით ნაკლებია.

„დღეს აცრილია 7 000 ექიმი, მომუშავე 18 000 ექიმიდან ანუ 30%. ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, რომ სამედიცინო პერსონალი პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად დაზარალდა - 65 000-დან 33% ინფიცირებული იყო. აცრა ინფიცირებიდან 120 დღის შემდეგ არის დაშვებული, მაგრამ ამ კვირაში ეს შეიცვლება და 30 დღემდე ჩამოვა, ამიტომ ყველას შეეძლება უფრო სწრაფად აცრა. მინისტრის ბრძანებას ხელი ამ კვირაში მოეწერება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.