დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ე.წ. ინდური შტამის მიმართ ყველა ვაქცინას შედარებით ნაკლები ეფექტურობა აქვს, თუმცა ადამიანს ლეტალური შედეგისგან ამ შემთხვევაშიც იცავს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციოს საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„გამოქვეყნებული კვლევებით, სამწუხაროდ, დელტა შტამი აღმოჩნდა ისეთი, რომელზეც ყველა ვაქცინას ცოტა ნაკლები ეფექტურობა აქვს, მაგრამ ეს არ ეხება ლეტალობისგან და რეანიმაციაში მოხვედრისგან დაცვას, იქ განსხვავება ძალიან მცირეა", - განაცხადა იმნაძემ.