ეიდა-ალ-ადას ფესტივალის წინა დღეს, თვითმკვლელმა ტერორისტმა ერაყის დედაქალაქ ბაღდადში თავი აიფეთქა. შედეგად დაიღუპა მინიმუმ 35 ადამიანი, ათობით ადამიანი კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორაციას Aljazeera ავრცელებს.
ტერორისტმა თავი ერთ-ერთი ბაზრის ტერიტორიაზე აიფეთქა, სადაც ხალხი ფესტივალისთვის საჭირო პროდუქტს ყიდულებდა.
"60-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა.. დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან ზოგიერთი დაჭრილის მფგომარეობა მძიმეა", - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.
აფეთქების შედეგად დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები. დამწვარია მაღაზიები.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.