ყირგიზეთიდან ბათუმის მიმართულებით პირველად, რეგულარული ფრენები დაიწყო. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ავიაკომპანია Air Manas-ი პირდაპირ ფრენებს ბიშკეკიდან ბათუმის მიმართულებით ზაფხულის განმავლობაში, ყოველ შაბათს შეასრულებს.
"ტურისტებთან ერთად პირველ ავიარეისს ბათუმში ყირგიზული ტურსააგენტოების წარმომადგენლები ჩამოყვნენ.
ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და სასტუმრო ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ მათთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში პრეზენტაცია გაიმართა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
განახლებულ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ივლისის განმავლობაში 304 რეგულარული ფრენა განხორციელდა. ამ ეტაპზე, რეგულარული ფრენები ბათუმის მიმართულებით 10 მიმართულებიდან ხორციელდება.