ევროკომისია ფულის გათეთრებასთან ბრძოლის სააგენტოს შექმნის ინიციატივით. ინფორმაციას Le figaro ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინიციატივა ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესებაზეა მიმართული.
„მიზანი საეჭვო გარიგებებისა და საქმიანობის გამოვლენის გაუმჯობესება და კრიმინალების მიერ გამოყენებული ხარვეზების აღმოფხვრაა“, - განმარტეს ევროკომისიაში.
ახალი სააგენტო, რომელშიც 250 ადამიანი იქნება დასაქმებული, სავარაუდოდ, 2024 წლიდან ამოქმედდება.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ევროპული რეგულაციები მსოფლიოში ყველაზე მკაცრია, თუმცა ახლა საჭიროა მათი თანმიმდევრული და მკაცრი გამოყენება.