აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ შტატებში COVID19-ის ახალი შემთხვევების 80%-ზე მეტი ,,დელტა" ვარიანტია.
მისი თქმით, ქვეყანაში ავტორიზებული ყველა ვაქცინა კორონავირუსის ამ შტამის წინააღმდეგ 90%-ით მეტით ეფექტურია ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებლად.
ცნობისთვის, ,,დელტა ანუ ე.წ. ინდური ვარინტი, რომელიც უფრო გადამდებობით ხასიათდება პირველად ინდოეთში ამ წლის დასაწყისში აღმოაჩინე. მას შემდეგ ის ვირუსის დომინანტურ ვერსიად იქცა შეერთებულ შტატებში და ბევრ სხვა ქვეყანაში. დელტა შტამი დაფიქსირებულია მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში.