თბილისში, რევაზ ლაღიძის ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, რევაზ ლაღიძის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი მიტოვებულ შენობას უკიდია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟიცაა მობილიზებული.