Reuters-ის ინფორმაციით, პარიზი და ლონდონი დიდი ბრიტანეთში არალეგალური მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად ზომების ერთობლივ გატარებაზე შეთანხმდნენ.
როგორც გამოცემა წერს, ორივე ქვეყანა მეტ სამართალდამცავს გამოყოფს და საფრანგეთის სანაპიროზე თანამედროვე ტექნოლოგიებს განათავსებს.
ამასთან, გაძლიერდება საჰაერო პატრული, რომელიც მცირე ზომის ხომალდებს გააკონტროლებს.
ამ მიზნებისათვის თანხების ნაწილს დიდი ბრიტანეთი გამოყოფს, რომელიც ასევე საფრანგეთში მიგრანტთა თავშესაფრების მშენებლობას დააფინანსებს.