ჯანმოს ხელმძღვანელი: ტოკიოს ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს, ის მსოფლიოს სჭირდება, როგორც იმედის ზეიმი

,,მსოფლიოს ახლა ტოკიოს ოლიმპიადა როგორც იმედის ზეიმი, ისე სჭირდება", – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა იაპონიის დედაქალაქში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ტოკიოს ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს, რათა მსოფლიომ დაინახოს, რისი მიღწევაა შესაძლებელი COVID-19-ის პანდემიის დროს სწორი გეგმითა და ზომებით.

„ოლიმპიურ თამაშებს აქვს მსოფლიოს გაერთიანების, შთაგონების, შესაძლებლობების ჩვენების ძალა“, -აღნიშნა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

ტოკიოში ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება.

ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზატორები თამაშების გაუქმებას არ გამორიცხავენ