Euronews-ი: უნგრეთის პრემიერი ანტი-ლგბტ კანონის მიღების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს

Euronews-ის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა ანტი-ლგბტ კანონის მიღების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.

როგორც გამოცემა წერს, კანონს ოფიციალურად ბავშვთა დაცვის აქტი ჰქვია, რომლის მიზანი „ბავშვთა კეთილდღეობის დაცვა და პედოფილიასთან ბრძოლაა“.

მისივე თქმით, ბრიუსელმა უნგრეთი ბავშვთა დაცვის აქტის გამო გააკრიტიკა, თუმცა უნგრეთის კანონები არ უშვებს საბავშვო ბაღებში, სკოლებში, ტელევიზიასა და რეკლამებში სექსუალურ პროპაგანდას.

აღნიშნულ კანონს ფართო კრიტიკა მოჰყვა, რომ ის დისკრიმინაციული ხასიათისაა და ლგბტ საზოგადოების წევრების წინააღმდეგ არის მიმართული. აღნიშნული კანონის გამო, ევროკავშირმა უნგრეთის წინააღმდეგ სარჩელიც შეიტანა.