წყნარ ოკეანეში, სამოაზე ახალი კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ტუილაეპა საილელე მალიელეგაუიმ ქვეყნის 200 ათას მოქალაქეს ტელეეთერით მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.
ინფიცირებული მეზღვაურია, რომელიც სამოაზე ახალი ზელანდიიდან ჩავიდა. ასევე ცნობილია, რომ ვირუსის გამოვლენიდან 4 დღეში ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.