UNESCO-მ ლივერპული მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღო.
გაერო-ს კუტურული სააგენტოს ცნობით, ახალი შენობები, მათ შორის სტადიონი ამახინჯებს ქალაქის ვიქტორიანული ეპოქის ნავსადგურების იერსახეს და მას მსოფლიო ღირებულების მნიშვნელობას უკარგავს.
ქალაქის მომავლის შესახებ დისკუსიები კვირას დაიწყო, მაგრამ კომიტეტის წევრებმა ვერ შეძლეს კონსენსუსის მიღწევა და ნორვეგიის დელეგატებმა ამ საკითხზე ფარული კენჭისყრის ჩატარება შესთავაზეს.
კენჭისყრაში 20-მა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა, UNESCO სიიდან ქალაქის ამოღების გადაწყვეტილებას მხარი 13-მა მათგანმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგი იყო და 2 ბიულეტენი გაბათილდა.
ლივერპულის მერის ჯოან ანდერსონის თქმით, ორგანიზაციის გადაწყვეტილება გაუგებარია და ხელისუფლებასთან ერთად გასაჩივრების შესაძლებლობაზე იმუშავებს.
ლივერპული მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად 2004 წელს დასახელდა და შეუერთდა ისეთ კულტურულ ღირსშესანიშნაობებს, როგორიცაა ჩინეთის დიდი კედელი, თაჯ-მაჰალი და პიზას დახრილი კოშკი.