30 ივლისს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 10-15 წუთით აიკრძალება

30 ივლისს, 09:00 სთ-დან 10-15 წუთით თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 290-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარეობს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit – 2021“, რომლის საშტაბო კომპონენტი სენაკში მდებარე მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ტარდება.

„საველე სწავლება ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარე ორფოლოს პოლიგონზე. სწავლების ფარგლებში, აღნიშნულ ლოკაციებზე დაგეგმილია მარათონის ჩატარება და საჭიროა საავტომობილო გზის ჩაკეტვა. კერძოდ, 2021 წლის 30 ივლისს, 09:00 სთ-დან 10-15 წუთით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 290-ე კმ-ზე ( სენაკი) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

წელს საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას Agile Spirit უკვე მეათედ უმასპინძლებს. მრავალეროვნულ სწავლება 5 ლოკაციაზე ჩატარდება.

ამავე მიზეზით, 4 აგვისტოს, 09:00 სთ-დან 10-15 წუთით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას კმ1-კმ 5 მონაკვეთზე (ქახალციხე - სოფ. მინაძე) და საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ75-კმ76 მონაკვეთზე (ქ. ახალციხე) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.