იტალიის ქალაქ ტარანტოში სროლის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა ასაკი 18-დან 28 წლამდე მერყეობს. ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.
სროლა სტუდენტებისთვის გამართულ ღონისძიებაზე მოხდა. ერთმანეთს სტუდენტების ორი ჯგუფი დაუპირისპირდა.
მომხდარის მიზეზებს პოლიცია იძიებს.