საფრანგეთის მთავრობამ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების ფონზე ახალი რეგულაციები მიიღო. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
დღეიდან, კინოთეატრებში, მუზეუმებში, სპორტულ მატჩებსა და სხვა კულტურულ ადგილებში სტუმრობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ნეგატიური ტესტის პასუხი ან ვირუსისგან გამოჯანმრთელების ცნობა.
როგორც სააგენტო წერს, ეს შეზღუდვები აგვისტოდან გავრცელდება კაფეებში, რესტორნებსა და სავაჭრო ცენტრებში.
სერთიფიცირების სქემა წარმოადგენს სხვადასხვა ახალ ღონისძიებათა ნაწილს, რომელიც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 12 ივლისს გამოაცხადა კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სტრატეგია ითვალისწინებს სავალდებულო ვაქცინაციას ჯანდაცვის მუშაკებისთვის 15 სექტემბრიდან.