საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია 16 წლიდან იქნება შესაძლებელი

„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

ცვლილების თანახმა, საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია 16 წლიდან იქნება შესაძლებელი.

"COVID-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინა Comirnaty კონცენტრატი საინექციო დისპერსიისთვის:

პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

აცრა ტარდება 16 წლის და ზედა ასაკის პირებში, აცრების კურსი შედგება 2 ინექციისაგან, აცრებს შორის ინტერვალი შეადგენს, სულ მცირე, 21 დღეს;

ვაქცინაციის კურსის დასრულების მიზნით, მეორე დოზა უნდა გაკეთდეს იმავე ვაქცინით 21 დღის შემდეგ", - ნათქვამია ბრძანებაში.

ამირან გამყრელიძე: 16-17 წლის მოქალაქეების აცრა მალე დაიწყება, მინისტრის ბრძანება უკვე მომზადებულია