ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას 30 აგვისტოს შეხვდება

30 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმერ ზელენსკის თეთრ სახლში უმასპინძლებს. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯენ ფსაკი ავრცელებეს.

"პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად ელოდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდომირ ზელენსკის თეთრ სახლში, 2021 წლის 30 აგვისტოს. ვიზიტი დაადასტურებს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მაშინ, როცა დონბასსა და ყირიმში, რუსეთის მიმდინარე აგრესიის წინაშე დგას. ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას ენერგოუსაფრთხოების საკითხებში და მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის ძალისხმევას კორუფციის დაძლევისა და ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების საფუძველზე, დღის წესრიგით განსაზღვრული რეფორმების განხორციელებაში", - ნათვქამია პრესსპიკერის განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა, ვოლოდიმირზელენსკი ვაშინგტონში 7 ივნისს გამართული სატელეფონო საუბრისას მოიწვია.