პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს რიგგარეშე სესიაზე კენჭს დღეს ხელახლა უყრიან.
წინა სესიაზე, ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატიდან ვერც გიორგი კალანდარიშვილმა და ვერც გიორგი სატურიანმა დეპუტატმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა. კანადარიშვილს მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, ხოლო სატურიანს ორმა.
საარჩევნო კანონმდებლობაში გახორციელებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას 100 ხმა სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ 2/3 -ით არჩევა ვერ მოხერხდა, კენჭისყრა კვლავ 2/3-იანი კვორუმით უნდა ჩატარდეს და არჩევა თუ მაინც ვერ მოხერხდა, ამ შემთხვევაში, საჭირო იქნება 3/5 ანუ 90 ხმა.
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები თუ ამ კვორუმითაც ვერ აირჩია, მაშინ არჩევისთვის 76 ხმა საკმარისი იქნება. ახალი კანონის მიხედვით, თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.
ცესკოს თავმჯდომარეობის ვერცერთმა კანდიდატმა დეპუტატების ხმების საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა