2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიაში ორი ტერორიტული აქტი განხორციელდა. მემარჯვენე ექსტრემისტის, ანდერს ბრეივიკის, თავდასხმის შედეგად, 77 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო 23 წლის თამთა ლიპარტელიანიც.
ამ დღეს, ოსლოში პირველი ტერორისტული აქტი იყო ავტომანქანაში დამონტაჟებული ყუმბარის აფეთქება, სამთავრობო რაიონში, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იენს სტოლტენბერგის ოფისთან. აფეთქებას ემსხპერპლა რვა ადამიანი, რამდენიმე დაშავდა (ათი პიროვნება - განსაკუთრებულად მძიმედ).
მეორე თავდასხმა განხორციელდა ორი საათის შემდეგ. ამჯერად სამიზნე იყო ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც ეკუთვნის ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის მუშათა ახალგაზრდულ ლიგას და მდებარეობს უტეიას კუნძულზე. პოლიციელის ფორმაში გადაცმულმა შეიარაღებულმა პიროვნებამ ცეცხლი გაუხსნა დამსვენებლებს და მოკლა 67 ადამიანი, მათ შორის - პრემიერ-მინისტრის ახლო მეგობრები და ნორვეგიის პრინცესა მეტე-მარიტის ძმა. გარდაცვლილთაგან 76 ნორვეგიის მოქალაქე იყო, ხოლო ერთი, ქუთაისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე თამთა ლიპარტელიანი.
ნორვეგიის პოლიციამ დააპატიმრა ანდერს ბერინგ ბრეივიკი, 32 წლის ნორვეგიელი მემარჯვენე ექსტრემისტი . მას თავდაპირველად წაუყენეს ბრალდება უტეიაზე მომხდარი მოვლენების გამო, მოგვიანებით კი - ოსლოში მომხდარი აფეთქების გამოც.
2012 წლის 24 აგვისტოს, ანდრეს ბრეივიკს სასამართლომ 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2012 წელს ნეტფილქსმა ნორვეგიის ტერაქტის შესახებ ფილმი გადაიღო.
2012 წლის 22 ივლისს კი ქუთაისში თამთა ლიპარტელიანის სახელობის მემორიალი გაიხსნა. ქუთისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე დაწესდა მისი სახელობის სტიპენდია.