დუბაის საერთაშორისო აეროპორტში, დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდავი FlyDubai-ისა და ავიაგადამზიდი Gulf Air-ის სამგზავრო თვითმფრინავები ერთმანეთს შეეჯახა. ხელისუფლების განცხადებით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
FlyDubai-ის განცხადებით, ერთ-ერთი მისი თვითმფინავი Boeing 737-800 ყირგიზეთში მიფრინავდა, "მცირე ინციდენტის" შედეგად იძულებული გახდა ბილიკზე დაშვებულიყო. კომპანიის თქმით, მგზავრები მოგვიანებით, 6 საათის შემდეგ გაფრინდნენ.
"Flydubai ხელისუფლებასთან ერთად ინციდენტს გამოიძიებს", - განაცხადეს საამიროების ავიაკომპანიაში.
თავის მხრივ, ბაჰრეინის სამეფოს ეროვნულმა გადამზიდავმა, Gulf Air- მა დაადასტურა, რომ "დუბაის საერთაშორისო აეროპორტში მის ერთ-ერთ თვითმფრინავს მიწაზე ავარია მოუვიდა, მას შემდეგ, რაც სხვა თვითმფრინავი მის უკანა მხარეს შეეხო".