მედია: თურქმენეთში მომხდარი ავარიის შედეგად 30-ზე მეტი სამხედრო დაიღუპა

თურქმენეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა დედაქალაქ აშხაბადის მახლობლად, 18 ივლისს მოხდა, როდესაც რამდენიმე სატვირთო მანქანისგან შემდგარი სამხედრო კოლონა დედაქალაქში ბრუნდებოდა. ერთ-ერთ ავტმობილს, სავარაუდოდ, ბეკრევინის პროსპეტზე მუხრუჭებმა უმტყუნეს, წინ მიმავალ მანქანას დაეჯახა და შემდეგ გადაყირავდა.

წყაროებმა, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს, თქვეს, რომ ავარიაში დაღუპულთა შორის არიან არმიის მაიორი, კაპიტანი და ლეიტენანტი.

მომხდართან დაკავშირებით, არც თავდაცვის სამინისტროს და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებიათ.