საქართველოში გერმანიის საელჩოს ცნობით, ბუნდესვერის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის (IMB) დელეგაცია, გერმანული ბიოუსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, ამჟამად თბილისში სტუმრობს ქართველ პარტნიორებს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში. ბოლო ვიზიტი 2020 წლის აგვისტოში შედგა.
საელჩოს განცხადებით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენს მეცნიერული ინფორმაციის გაცვლა და დიაგნოსტიკური ლაბორატორიული მასალის გადაცემა, მათ შორის ახალი SARS-CoV2-ვარიანტების დასადგენად. გარდა ამისა დაგეგმილია შეხვედრები შინაგან საქმეთა სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან პროექტის შემდგომი ნაბიჯების განსახილველად.
„ბუნდესვერის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტმა განსაკუთრებით გასულ წელს დაადასტურა, რომ არის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მნიშვნელოვანი პარტნიორი. მიხარია, რომ დელეგაციის ვიზიტით შესაძლებელია სამუშაოს ადგილზე გაგრძელება“, განაცხდა გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.