საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მიმართა და აღნიშნა რომ "ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური და მთავრობა არ უნდა გადადგეს".
მისივე თქმით, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რისი დასრულების შემდეგაც იქნება უპრიანი პასუხისმგებლობაზე საუბარი.
„რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობა დადგინდება გამოძიების შედეგად. ექსპერტიზის პირველადი შედეგები აჩვენებს, რომ სავარაუდოდ, არავითარი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი 5 ივლისსა და გარდაცვალების ფაქტს შორის არ უნდა არსებობდეს. ეს ვარაუდია, დაველოდოთ გამოძიებას და პასუხისმგებლობები შემდეგ უნდა ვეძებოთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ჟურნალისტებმა თეა წულუკიანს ჰკითხეს, „რას გულისხმობდა სიტყვებში - თქვენ უნდა გადააყენოთ ღარიბაშვილი, თუ რამის თავი გაქვთ", მინისტრმა უპასუხა: „აქ ვარ მთავრობის წევრი და თუ რამის თავი გაქვთ, გადამაყენეთ".