Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ნელი ტემპის გამო ბოდიშს იხდის.
როგორც გამოცემ ავსტრალიაში ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 15%-ზე ნაკლები. ყოველდღიურად ავსტრალიაში 150 000- ზე ნაკლები ადამიანი იცრება, რითაც სხვა განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელს ბევრად ჩამორჩება.
„ბოდიში, რომ ჩვენ ვერ შევძელით იმ ნიშნულამდე მიღწევა, რომლის იმედიც გვქონდა მიმდინარე წლის დასაწყისში“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის განცხადებით, მიზანს – 2021 წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის სრულ ვაქცინაციას მიაღწევს, რადგან უახლოეს კვირებში ქვეყანაში Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების მილიონობით დოზას ელოდებიან.