CNBC-ის ინფორმაციით, ჯეფ ბეზოსის აეროკოსმოსურმა კომპანიამ Blue Origin ხომალდ New Shepard-ის კოსმოსში მომავალ ფრენებზე 100 მილიონი დოლარის ღირებულების ბილეთები უკვე გაყიდა.
მილიარდერის თქმით, კოსმოსში ფრენებზე მოთხოვნა „ძალიან, ძალიან მაღალია“, თუმცა ბეზოსი თითო ბილეთის ღირებულებას არ ამხელს.
წელს Blue Origin-ი კიდევ ორი სამგზავრო ფრენის განხორციელებას გეგმავს.
ცნობისთვის, 20 ივლისს Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა სუბორბიტალური კოსმოსური ფრენა ხომალდ New Shepard-ზე განახორციელა. ფრენა 11 წუთს გაგრძელდა.
ბეზოსთან ერთად Blue Origin-ის ბორტზე იმყოფებოდნენ მისი ძმა მარკი, 82 წლის ქალი-ინსტრუქტორი უოლი ფანკი და 18 წლის სტუდენტი ოლივიე დაემენი.