The Guardian-ის ინფორმაციით, იტალიაში 5 აგვისტოდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მხოლოდ ვაქცინირებული, ე.წ. მწვანე საშვის მქონე მოქალაქეები დაიშვებიან.
როგორც ცნობილია, იტალიამ Covid19-ის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი წლის ბოლომდე გაახანგრძლივა.
5 აგვისტოდან საზოგადოებრივი თავშეყრის ისეთ ადგილებში, როგორიცაა - სტადიონები, მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები, საგამოფენო სივრცეები, რესტორნები, საცურაო აუზები და სპორტული დარბაზები, დაიშვებიან მხოლოდ ვაქცინირებული, ე.წ. მწვანე საშვის მქონე პირები.
ცნობისთვის, გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში ინფიცირების 5 057 ახალი შემთხვევა აღრიცხეს, უმეტესობა დელტა შტამით არის დაავადებული. ვირუსს 15 პაციენტი ემსხვერპლა.