2030 წლისთვის გერმანული ავტოგიგანტი Mercedes-ი შიდა წვის ძრავიანი ავტომობილებს აღარ გამოუშვებს და ელექტრომობილების წარმოებაზე გადავა.
როგორც ცნობილია, Mercedes-ის ყველა ახალი მოდელი ელექტროენერგიაზე უკვვე 2025 წლიდან იმუშავებს, თუმცა მომდევნო 5 წლის განმავლობაში ძველი მოდელების გამოშვება გაგრძელდება.
გარდა ამისა, კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 8 ახალი ქარხნის აშენებას გეგმავს. ამისთვის Mercedes-ი 40 მილიარდ ევროს დახარჯავს.
აღსანიშნავია, რომ Mercedes-ის გარდა, ელქტრომობილების წარმოებაზე გადადის კიდევ ერთი უმსხვილესი ავტოკონცერნი Audi.
როგორც ხელმძღვანელმა მარკუს დიუზმანმა გერმანიაში გამართულ კლიმატისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა, 2026 წლამდე შექმნილ ყველა მოდელს ელექტროძრავა ექნება.
ცნობისთვის, Mercedes-Benz-ი გერმანული ავტოგიგანტის - „დაიმლერის ავტოკორპორაციის“ (Daimler AG) ლეგენდარული ბრენდია. ინოვაციების დაუოკებელი ძიების შედეგად Mercedes-Benz-ი იქცა მსოფლიოში პირველ საავტომობილო მარკად, ამ სამარკო ნიშნის ქვეშ იგულისხმება კომფორტიული, მდგრადი და ელეგანტური ავტომობილი.
დღეისთვის Mercedes-Benz-ის სამარკო ნიშნის ქვეშ მზადდება ფართო არეალის და დანიშნულების ტრანსპორტი: სამგზავრო მსუბუქი ავტომობილები, სამგზავრო/სამხედრო მსუბუქი ყველგანმავალი ავტომობილები, სატვირთო ავტომობილები, ავტობუსები, მინი-ვენები და ა.შ.
Audi მთლიანად ელექტრომობილების წარმოებაზე გადავა