Guardian-ის ინფორმაციით, ევროკავშირში 200 მილიონამდე ადამიანი უკვე სრულად არის აცრილი COVID-19-ის ვირუსის წინააღმდეგ.
მათივე ინფორმაციით, ეს ზრდასრული მოსახლეობის თითქმის ნახევარზე მეტია, თუმცა მიზანს ზაფხულისთვის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია წარმოადგენდა.
ამასთან, როგორც ევროკავშირში აცხადებენ, წევრმა სახელმწიფოებმა დონაციის სახით, ვაქცინის ჭარბი მარაგიდან, მხოლოდ მცირე წილი გაიღეს ღარიბი ქვეყნებისთვის.