ავსტრალიის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ, გასცა ნებართვა, Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-და 15 წლამდე მოზარდებიც აცრან.
როგორც ცნობილია, ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ვაქცინის გამოყენების დამტკიცებამდე მარეგულირებელმა მტკიცებულებები კარგად შეისწავლა.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ავსტრალიაში ,,Pfizer-ით" 16 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ცრიდნენ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის 15%-ია. დაინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი მატების გამო ავსტრალიის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მკაცრ „ლოქდაუნშია“. ქვეყანაში, საერთო ჯამში, ინფიცირების 32 400 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 915 ადამიანი.