ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ისინი, ვინც ვაქცინაზე უარს ამბობენ, ქვეყანას საფრთხის ქვეშ აყენებენ.
„თითოეულმა მოქალაქემ, ვისაც სამედიცინო გართულება არ აქვს, ვაქცინაცია უნდა გაიაროს. ისრაელის მილიონამდე მოქალაქე უარს ამბობს ვაქცინაციაზე. ისინი საფრთხის ქვეშ აყენებენ ქვეყანასა და მოსახლეობას“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ნაფტალი ბენეტის თქმით, ვაქცინაციაზე უარის თქმამ ლოკდაუნის დაწესების საჭიროება შეიძლება გამოიწვიოს.
„თუ იცნობთ ვინმე ისეთს, ვინც ვაქცინაზე უარს ამბობს, დაარწმუნეთ ის, აუხსენით მას, რომ ამ ნაბიჯით სხვის ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ“, - განაცხადა მან.