"ვიდრე შეზღუდვები იყო, ვირუსი ასე არ იყო გავრცელებული", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტების კითხვას, ეპიდვითარების გათვალისწინებით, უნდა დაწესდეს თუ არა შეზღუდვები, პაატა იმნაძემს უპასუხა რომ "შეზღუდვებმა თავისი ეფექტიანობა აჩვენა".
"მე ისიც მახსოვს, მეკითხებოდნენ - "ვირუსი რა, ღამით დადის?", ხომ გამოჩნდა, რომ თურმე ღამით დადიოდა?! ვიდრე შეზღუდვები იყო, ვირუსი ასე არ იყო გავრცელებული... აქედან გამომდინარე, შეზღუდვებს თავისი აზრი ჰქონდა მაშინ, როდესაც ჩვენ არ შეგვეძლო შეგვეთავაზებინა საზოგადოებისათვის თავდაცვის ალტერნატიული გზა.
დღეს, პირველ რიგში, ვაქცინა გვაქვს და არსებული რეგულაციები, მათი დაცვის შემთხვევაში, გვაძლევს საშუალებას, რომ შეზღუდვები აღარ დავაწესოთ", - განაცხადა პაატაა იმნაძემ.
მისი თქმით, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დროულად უნდა აიცრას და ის რეგულაციები, რაც დღესაც არის, მაგალითად, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, რაც თავდაცვის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა, აუცილებლად უნდა დავიცვათ.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 2 460 ადამიანს დაუდასტურდა