ევროპის წამლის სააგენტომ 12-დან 17-წლამდე ასაკის ბავშვებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა

ევროპის წამლის სააგენტომ 12-დან 17-წლამდე ასაკის ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო Moderna-ს ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია გასცა. ამის სესახებ ინფორმაცია თავას სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნდა.

ვაქცინა უკვე ნებადართულია 18 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანებში გამოყენებისათვის.

სააგენტოს ცნობით, ვაქცინის გაკეთება ამ ასაკობრივ ჯგუფში ისეთივე პირობებით არის დაშვებული, როგორც 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის - ორი დოზა, მკლავის კუნთებში, ოთხი კვირის ინტერვალით.