ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მე-4 ტალღა დაიწყო

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიურ ვითარება შეაფასა, მისი განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა უკვე დაიწყო. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები და გაიკეთონ ვაქცინა.

"ჩვენ შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ ეს არის მეოთხე ტალღა. ამასთან დაკავშირებით სრული მობილიზაცია უკვე დაწყებული არის ჯანდაცვის სექტორიში. კიდევ ერთხელ ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და საკუთარ გარემოცვას ატარონ პირბადე და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში,"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 2,460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.