ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელია წარადგინა

ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელია წარადგინა.

სიტყვით გამოსვლისას, ნიკა მელიამ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატად მოძრაობა "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია დაასახელა. მისი თქმით, ვიცე-მერობის კანდიდატი "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე იქნება.

ნიკა მელიამ საზოგადოებას ელენე ხოშტარიასთან ერთად მიმართა. წარდგენას არ ესწრებოდნენ მედიის წარმომადგენლები.

"თბილისში არ დავაყენებთ საკუთარ მერობის კანდიდატს და მხარს დავუჭერთ ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას", - ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ოპოზიციის კანდიდატებს "ევროპული საქართველოც" უჭერს მხარს, ამის შესახებ გიგა ბოკერიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, ენმ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის არცერთ უბანში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს საერთო კანდიდატებს დაუჭერს.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

ცნობითსვის, ნიკა მელია თბილისის მერობის არჩევნებში მეორედ მონაწილეობს. პირველად მან თვითმართველობის არჩვენებში მონაწილეობა 2014 წელს მიიღო, თუმცა მეორე ტურში დამარცხდა. მაშინ მისი მოწინააღმდეგე დავით ნარმანია იყო.