თურქეთის სანაპიროსთან ჩაიძირა ნავი, რომელსაც 45 მიგრანტი გადაჰყავდა

თურქეთის სანაპიროსთან ნავი ჩაიძირა, რომელსაც 45 მიგრანტი გადაჰყავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 37 მიგრანტი გადაარჩინეს, ხოლო 8 მიგრანტის ძებნა გრძელდება. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში გემები და ავიაციაა ჩარული.

უწყების ინფორმაციით, ტერიტორიაზე ორი სამხედრო-საზღვაო ფრეგატი გაგზავნეს, რომლებიც მიუხედავად ცუდი ამინდისა, სამძებრო სამუშაოებს სამხედრო-საზღვაო თვითმფრინავთან ერთად ასრულებენ.