ჩინეთმა აშშ-ს რამდენიმე ოფიციალურ წარმომადგენელსა და ორგანიზაციას სანქციები დაუწესა

BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის ბოლო დროინდელი სანქციების საპასუხოდ, ოფიციალურმა პეკინმა რამდენიმე ამერიკელ ოფიციალურ წარმომადგენელსა და ამერიკულ ორგანიზაციას სანქციები დაუწესა.

როგორც ცნობილია, სანქცირებულებს შორის, აშშ-ის ვაჭრობის მდივანი უილბურ როსიცაა.

7 სანქცირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის არიან Human Rights Watch-ის დირექტორი ჩინეთში - სოფი რიჩარდსონი და International Republican Institute-ის წარმომადგენელი ადამ კინგი.

რამდენიმე დღის წინ, აშშ-მა ჰონგ-კონგის ოფიციალურ პირებს დაუწესა სანქციები. სწორედ ამას უკავშირდება ჩინეთის მოქმედება.

„აშშ-ს ბოლოდროინდელი უსაფუძვლო სანქციები მიზნად ისახავს ჰონგ-კონგის ბიზნესგარემოს გაფუჭებას. ამერიკამ სერიოზულად დაარღვია საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობების მარეგულირებელი ძირითადი ნორმები“, - აცხადებენ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.